top of page
Search

„El Camino: A Breaking Bad Movie“-ის დამაინტრიგებელი თრეილერი

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Sep 6, 2019
  • 1 min read

გუშინწინ, ინტერნეტ და კინოსამყარო „Breaking Bad“-ის ახალმა თიზერ თრეილერმა გამოაფხიზლა. როგორც ირკვევა, „Netflix“-მა საშუალება მოგვცა ფრანჩიზის ახალ კინოვერსიაზე ცალი თვალით შეგვეხედა და დავრწმუნებულიყავით, რომ ახალი ფილმი ჯესი პინკმანის თავგადასავლებზე აუცილებლად გამოვიდოდა. ჯერ-ჯერობით, ზუსტი ინფორმაცია ფილმში მიმდინარე მოვლენებზე უცნობია, თუმცა თრეილერთან ერთად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯესი პინკმანი ეგუება მის წარსულს და საკუთარი ხელით უკეთეს მომავალს „იშენებს“.


თიზერში ნათლად ჩანს, თუ როგორ კითხავს პოლიცია სკინი პიტს (ჩარლზ ბეიკერი). (თიზერის ნახვა ,,Netflix-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ) მათ აინტერესებთ ინფორმაცია ნარკორეალიზაციის შესახებ, თუ როგორ თანამშრომლობდა პიტი ჯესი პინკმანთან (აარონ პოლი), რომელიც ცნობილი ნარკომოვაჭრის, უოლტერ უაითის, (ასევე ცნობილი, როგორც ჰეიზენბერგი) პარტნიორი იყო.

სასიხარულოა, რომ ფრანჩიზის ახალ ფილმში, ნაცნობ სახეებს ვიხილავთ. დადასტურებულად ვიცით, რომ ბეიკერი და პოლი აუცილებლად მიიღებენ ფილმში მონაწილეობას, თუმცა სავარაუდო ინტრიგის შენარჩუნების მიზნით, ჯერ-ჯერობით უცნობია ინფორმაცია ფილმის სხვა მონაწილეთა შესახებ. ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ აწ უკვე საკულტო პერსონაჟს, უოლტერ უაითს, „El Camino: A Breaking Bad Movie“-ში აუცილებლად ვიხილავთ.

აარონ პოლი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს ცნობილი TV შოუს, „Breaking Bad“-ის ახალი კინოვერსიის,  „El Camino: A Breaking Bad Movie“-თან დაკავშირებულ რაიმე სახის კომენტარზე, თუმცა მან დაადასტურა, რომ ფილმის გადაღებები დასრულებულია. აქვე ცნობილი ხდება, რომ სურათს მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, „Netflix“-ზე ვიხილავთ.

ბევრმა სერიალის მოყვარულმაც კი არ იცოდა, რომ „მძიმე დანაშაულის“ შესახებ ფილმის გადაღება იგეგმებოდა და შესაბამისად, გაოცებულები დარჩნენ ახალი თრეილერის ნახვით.  შეგახსენებთ, რომ „El Camino: A Breaking Bad Movie“, რეჟისორი და სცენარისტი ვინს გილიგანია, რომელიც თავის დროზე ორიგინალი „მძიმე დანაშაულის“ სერიალის შემქმნელი იყო.

 
 
 

Comentarios


Post: Blog2_Post

InterNews,Tbilisi,Georgia

+995 574 114778

©2019 by InterNews

bottom of page