top of page
Search

Windows-ის განახლების შემდეგ Paint-ის წაშლა იქნება შესაძლებელი

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Jan 31, 2020
  • 1 min read

ოპერაციული სისტემა Windows 10-ის განახლების შემდეგ პროგრამების Paint-ისა და WordPad-ის წაშლა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გამოცემა Windows Latest-ი წერს.

მისი ცნობით, პირველად ოპერაციული სისტემა Windows-ის ისტორიაში კომპანია Microsoft-ი მომხმარებლებს ამ პროგრამების წაშლის შესაძლებლობას მისცემს. ეს განახლება Windows 10 20H1-ში იქნება შესაძლებელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ან მაისში გამოვა.

Paint-ი Microsoft-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროგრამაა. გრაფიკული რედაქტორის პირველი ვერსია 1985 წელს, ოპერაციული სისტემა Windows 1.0-ში გამოჩნდა. ტექსტის გამარტივებული რედაქტორი WordPad-ი კი ოპერაციული სისტემის კომპლექტში Windows 95-ის გამოსვლის წლიდან შედის.

 
 
 

Comentários


Post: Blog2_Post

InterNews,Tbilisi,Georgia

+995 574 114778

©2019 by InterNews

bottom of page