top of page
Search

„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ამ საშინელების ჩვენება!!!“ - სანდრო ბრეგაძე ქართულ გეი-ფილმზე

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Nov 8, 2019
  • 1 min read

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:



“ქართული მარშის” სახელით უფლებამოსილი ვარ განვაცხადო - 8 ნოემბერს საღამოს 7 საათზე კინოთეატრ “ ამირანში” გაიმართება პირველი ქართული მამათმავლური გეი-ფილმის პრეზენტაცია და საზეიმო გეი-საღამო!!! მე ვნახე ამ ფილმის ფრაგმენტები, სადაც აღწერილია ორი ქართველი მამათმავალი ბიჭის სიყვარულის ისტორია, მრავლადაა სცენები სადაც ქართველი ბიჭები ერთმანეთს ეალერსებიან და უფრო მეტიც... მოკლედ რომ ვთქვათ გული აგერევა იმ გარყვნილებაზე, რაც ამ ფილმშია ნაჩვენები!!! ეს არის ჩვეულებრივი გეი-პორნო ფილმი, რომელიც არის პირდაპირი გარყვნილების პროპაგანდა!!! ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ ეს გეი-პორნო ურთიერთობა ქართული ცეკვის თანხლებით მიმდინარეობს, ქართული ცეკვის, რომელსაც მამათმავლები ცეკვავენ!!! მოკლედ რომ ვთქვათ - ეს საზიზღრობა არის მამაკაცის მიერ მამაკაცის სიყვარულის, სექსის და ერთნაირსქესიანი ოჯახის პროპაგანდა, რომლის მიზანია ბავშვებს თუ ახალგაზრდებს ჩაუნერგონ მამათმავლობის და გარყვნილების სიკეთე, მისაბაძ და საუკეთესო მაგალითად გამოაცხადონ სოდომის ცოდვა!!! ამ გეი-პროპაგანდისტული, პორნო-ფილმის საზეიმო ჩვენება და პრეზენტაცია არის ქართული საზოგადოების სულში ჩაფურთხება, ამიტომ ერთადერთი გზა დაგვრჩა - არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ამ საშინელების ჩვენება!!!“


ცნობისთვის, საუბარია ქართულ შვედურ ფილმზე - „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ქართველ მოცეკვავე გეი-წყვილზეა.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

InterNews,Tbilisi,Georgia

+995 574 114778

©2019 by InterNews

bottom of page