top of page
Search

„მატრიცა“ მე-4 ფილმით დაბრუნდება

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Sep 6, 2019
  • 2 min read

ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ მას უკვე დიდი ხანია ველით! მრავალწლიანი შესვენების, უამრავი ჭორის, ვარაუდისა თუ სპეკულაციის შემდეგ „The Matrix 4“ ოფიციალურად დაანონსებულია და მას კვლავ „Warner Bros.“ გადაიღებს. სტუდიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საკულტო კინოფრანჩიზის სიკველს სამყარო მალე იხილავს.


ახლა კი, ყველაზე დამაინტრიგებელი საკითხი: სამსახიობო ჯგუფი. გაგახარებთ და გეტყვით, რომ „რჩეულის“, „ნეოს“ როლს ჩვენთვის საყვარელი კიანუ რივზი შეასრულებს, კერი-ენ მოსი კი, კვლავ ტრინიტის განასახერებს. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ლანა ვაჩოვსკი, რომელიც „მატრიცის“ ორიგინალი ტრილოგიის რეჟისორი იყო, კვლავ უხელმძღვანელებს ახალ სურათს და სცენარსაც თავად დაწერს, თუმცა ახლა უკვე დის, ლილი ვაჩოვსკის გარეშე.


ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით ლანა ვაჩოვსკი ოფიციალურად დაიკავებს კინოფრანჩიზის მე-4 ფილმის რეჟისორის სკამს და როგორც უკვე ავღნიშნეთ სცენარსაც ალექანდერ ჰემონსა და დევიდ მიჩეთან ერთად დაწერს. „Warner Bros. Picture Group“-ის თავჯდომარემ, ტობი ემერიხმა დაადასტურა ახალი ინფორმაციის სისწორე და აღნიშნა:


-„ჩვენ მოხარულები ვართ ლანას „მატრიცის“ სიკველის შექმნაში დაბრუნების გამო. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, საკუთარი საქმის მცოდნე, კრეატიული და განსხვავებული ხედვის მქონე კინორეჟისორი. ჩვენ აღფთოვანებული ვართ იმ ფაქტით, რომ მან შეითავსა საკმაოდ დიდი ოდენობის სამუშაო, წერს სცენარს, ასევე გაუწევს რეჟისურასა და პროდიუსირებას „მატრიცის“ სამყაროს ახალ თავს“. ნათქვამია ემერიხის განცხადებაში.


სიკველის შინაარსი ჯერ-ჯერობით უცნობია და მას საიდუმლოდ ინახავენ. იმის გათვალისწინებით, რომ რივზიცა და მოსიც საკუთარი გმირების როლებს დაუბრუნდებიან, დარწუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სრულყოფილი სიკველი იქნება. ასევე, უცნობია დაუბრუნდებიან თუ არა როლებს სხვა მსახიობები, მაგალითად: ლორენს ფიშბორნი, რომელიც მორფეუსის სახელით არის ცნობილი.

კიანუ რივზის „რეინკარნაციის“ (იგულისხმება ჯონ უიკის ფრანჩიზა) შემდგომ, ჰოლივუდის სიკველებისა და ეწ, Reboot-ების მიმართ ახლადგაჩენილი სიყვარულის გათვალისწინებით, ნეოსა და „მატრიცის“ შესახებ ახალი ფილმის გადაღება ზუსტად ის სწორი ნაბიჯია კინოსტუდის მხრიდან, რომელსაც ძველი კინოფრანჩიზის ფანები ასე მოუთმენლად ელიან.


ჩვენ ყველასს გვინტერესებთ, რა ბედი ეწია რჩეულსა და მესიას (ნეოს) აგენტი სმიტის დამარცხებისა და ხელოვნურ ინტელექტთან მშვიდობის დამყარების შემდეგ. იმედია, კინოფრანჩიზის სიკველში ვიხილავთ ზემოაღნიშნული ეპიზოდის გაგრძელებასა და ახალ ისტორიას ადამიანებსა და ხელოვნური ინტელექტის დაპირისპირების შესახებ.

 
 
 

Comentarios


Post: Blog2_Post

InterNews,Tbilisi,Georgia

+995 574 114778

©2019 by InterNews

bottom of page