top of page
Search

ქეთი ორჯონიკიძე - რუსთავი 2 ჩემთვის არ იყო უბრალოდ არხი

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Sep 2, 2019
  • 1 min read

"2008 წელს პირველად შევდგი ფეხი ტელევიზიაში საიდანაც დაიწყო ჩემი კარიერა და არა მხოლოდ...რუსთავი 2 ჩემთვის არ იყო უბრალოდ არხი, ეს იყო ადგილი სადაც მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც მომღერალი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება ის აურა, რასაც მე ოჯახურს ვეძახი, რომლის გამოც ყოველდღე მიხაროდა სამსახურში მისვლა, იყო ეს დილის 7 საათი თუ სხვა დრო, თუმცა ამ აურას არც კედლები ქმნიდნენ, არც ტექნიკა და არც სახელი, ამ აურას ქმნიდა ის ხალხი, ვისთან ერთადაც მე პირადად მიწევდა მუშაობა ისეთ პროექტებზე როგორიც არის "მხოლოდ ქართული", "მასტერ კლასი", და "დილა უქმეებზე" რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველა თანამშრომელს, ყველა ჩემს კოლეგას იმ გარემოსთვის რაც გვქონდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა Nika Gvaramia-ს და Marina Beridze-ს იმისთვის, რომ საშუალება მქონდა ამ ოჯახის წევრად მეგრძნო თავი 😚. ყველამ ვიცით, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი რასაც ერთამენთის გვერდში დგომა ქვია.ის რაც იწყება ყოველთვის მთავრდება, მაგრამ არაფერმა არ უნდა შეცვალოს ადამიანი, მისი ღირებულებები და მისი მე. მიყვარხართ!"- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე


 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

InterNews,Tbilisi,Georgia

+995 574 114778

©2019 by InterNews

bottom of page