ალექსანდრე ელისაშვილი - მე ამ ქალაქის და ქვეყნის მომავლის აშენება მინდა
- Konstantine Japaridze
- Sep 6, 2016
- 1 min read

გუშინ გავცოფდი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ნათქვამზე. დღეს რამდენიმე ეთერის მერე მეღიმება ამ ტიპზე. სპორტის სასახლის უკან ხეებს რომ ჭრიდნენ რატომ არ აპროტესტებდიო მისტერ კობახიძემ, არადა თვითონ ცხოვრობს იქ, სპორტის სასახლის უკან, ალექსიძის ქუჩაზე და თვითონ ხმა არ ამოუღია :)))) ასეთი ხალხი ძალას მაძლევს და მარწმუნებს რომ გეზი სწორია - უკეთეს ქვეყანას და უკეთეს ქალაქს დიდი ბრძოლა და ნერვების მოშლა, საოცარი უტიფრობის და საძაგელი ბრალდებების მოსმენა სჭირდება. ვისმენ, ვითმენ და უჯიუტესად გავნაგრძობ წინ სიარულს. პოლიტიკაში შესვლა და მისი გაჯანსაღება ჩემი არჩევანია. ზუსტად ვიცი რასაც შევეჭიდე, ზუსტად ვიცოდი რაც მელოდა, ზუსტად ვიცი რა შედეგებიც იქნება - მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრი დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება არამარტო თბილისის საკრებულოში. მე მათ გამხნევებაზე ვმუშაობ, მათ წაქეზებაზე ვმუშაობ, მე ამ ქალაქის და ქვეყნის მომავლის აშენება მინდა. ძველმოდური კაცი ვარ, მარა პროგრესზე ჭკუა მეკეტება. ერთხელ დავიბადე და ამ ქალაქის და ქვეყნის სამსახურში მთელი ჯანი და ენერგია უნდა დავხარჯო. ერთი, 20 წელი მაქვს რომ ჩემ საქართველოს და ჩემ თბილისს სიყვარული ავუხსნა - საქმით და განვითარებაზე ზრუნვით ! დღეისათვის საკმარისია, დანარჩენი სამერმისოდ იყოს
Commenti