top of page

სტილის დედოფალი - ნაომი უოტსი

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Sep 19, 2016
  • 1 min read

ჩვენი სტილის დედოფალი ამჯერად ნაომი უოტსია – ნიჭიერი მსახიობი და ქერათმიანი ლამაზმანი. ის 1968 წლის 28 სექტემბერს, ინგლისში დაიბადა. როცა გოგონას 4 წელი შეუსრულდა, მშობლებმა განშორება გადაწყვიტეს. მამა ჯგუფ Pink Floyd-ის ხმის ინჟინერი გახლდათ და მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ნაომი მხოლოდ 7 წლის იყო. გოგონა დედასა და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ვიდრე სიდნეიში გადასახლდებოდა. სწორედ იქ გადადგა პირველი კარიერული ნაბიჯები და სამსახიობო კლასებზე სიარული დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა. სწორედ ერთ‑ერთ სარეკლამო კასტინგზე გაიცნო ნიკოლ კიდმანი, რომელთანაც დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

1986 წელი იყო, როდესაც ნაომიმ პირველი როლი მიიღო ფილმში Love Alone. ნაომი და ნიკოლი კი ერთდროულად გამოჩნდნენ 1991 წლის ნამუშევარში Flirting. მას შემდეგ, მსახიობის კარიერული წინსვლა არ შეჩერებულა, თუმცა არც ერთი სურათი არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული, როგორიც 2002 წელს გადაღებული The Ring იყო. სწორედ ეს იქცა ნაომის ვარსკვლავური ცხოვრების ათვლის წერტილად. ბოლო გახმაურებული ნამუშევარი კი, რომელშიც მსახიობმა არაჩვეულებრივად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, „ოსკაროსანი“ Birdman გახლდათ. ამ საოცარ სურათში მან მაიკლ კიტონთან ერთად ითამაშა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.არავისთვისაა გასაკვირი ფაქტი, რომ ნაომი უოტსი თანამედროვეობის 50 ყველაზე ლამაზ ქალბატონთა შორისაა დასახელებული! ის არა მხოლოდ უნიჭიერესი მსახიობი და ულამაზესი ქალბატონია, არამედ საოცრად გლამურული და განსხვავებული სტილითაცაა გამორჩეული.


 
 
 

Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon

 ყველა უფლება დაცულია: Side Street Films 

                              

                               © 2016 

bottom of page