მარიონ კოტიარი და ბრედ პიტი ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე
- Konstantine Japaridze
- Sep 19, 2016
- 1 min read

ამჟამად ცნობილი რეჟისორი რობერტ ზემეკისი იღებს ფილმს, სახელწოდებით „სიჩუმის 5 წამი“, რომელშიც მთავარ როლებს მარიონ კოტიარი და ბრედ პიტი ასრულებენ.
სურათი სამხედრო დრამის ჟანრისაა და მასში მოთხრობილია 2 სპეცაგენტის ისტორია. მოქმედება 1942 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში ვითარდება, სადაც მარიონისა და ბრედის გმირები ერთმანეთს ხვდებიან და რომანს აჩაღებენ. „სიჩუმის 5 წამის“ პრემიერა 2016 წლის 23 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
Comentários