top of page

მე სანამ ცოცხალი ვიქნები მუდმივი ყურადღების ქვეშ მეყოლება შვილი - ინტერვიუ ნათელმხილველ ალექსანდრე ბ

  • Dec 30, 2016
  • 2 min read

- მოგესალმები ალექსანდრე,ბავშვების ერთ-ერთი გავრცელებული ისტორიაა სისხლიანი მერი,რას ფიქრობთ თქვენ ამ თემაზე?ხო და რას ურჩევთ ბავშვებს რომლებიც დაჯერების მიზნით საშინელ რიტუალებს აწყობენ სასაფლაოებზე?

- პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო კოსტანტინე თქვენ და თქვენს მკითხველს.რაც შეეხება საშინელ რიტუალებს ეგ სრული მარაზმია.მე პირადად ბავშვებს კი არა პირველ რიგში მშობლებს ვურჩევდი რომ ბავშვები აკონტროლონ და მოარიდონ ეგეთ ფილმებს.ჩემთვის მიუღებელია ყველა ოჯახის წევრი დიდი თუ პატარა ერთნაირად რომ უყურებენ გადაცემებს ფილმებს თუ რაც ტელევიზიით გადის.აუცილებელია ბავშვების კომლექტური კონტროლი და მითითება.სამწუხაროდ დღესდღეობით ინტერნეტ სივრცის ნებისმიერი საიტი ნებისმიერი ასაკისთვისაა ხელმისაწვდომი რაც ანგრევს ბავშვის ფსიქიკას.

- ალექსანდრე,თქვენ იცით რომ ბავშვებს მშობლების არ ესმით,ხშირ შემთხვევაში მშობბების წინააღმდეგ მიდიან,გავიხსენოთ რამოდენიმე თვის წინ,თბილისში მომხდარი საზარელი რიტუალური მკვლელობაც.

- ზუსტად მაგიტომ ვთქვი ზემოთ რომ ბავშვს დაბადებიდან უნდა ყურადღება და კონტროლი.მე ბევრი მშობელი ვიცი წლიდან წლამდე ბავის მშობელთა კრებაზე არ მიდიან.მასწავლებლებთან კონტაქტი არააქვთ ბევრ მშობელს.ბავშვი რომ ეტყვის მშობელს ამადამ მეგობართან მივდივარო მშობელი არ აკონტროლებს თუ ვინაა ის მეგობარი.შემდეგ რაიმე ცუდი რომ მოხდება მერე ირტყამენ თავში ხელებს!

- ბავშვი 12 წლიდან უკვე ქმნის ოჯახში პროტესტს თითქმის ყველაფერზე და თუ რაზე არ იციან,შემდეგ ხდებიან უკვე ტრეფიკინგის და ნარკოტიკების მსხვერპლი,დედა კი? როგორ ფიქრობ ალექსანდრე რას აკეთებს?

- მე არ ვარ ჯერჯერობით მშობელი მამა.მაგრამ როცა გავხდები უფლის ნებით,დედის არ ვიცი მაგრამ მე სანამ ცოცხალი ვიქნები მუდმივი ყურადღების ქვეშ მეყოლება შვილი.განსაკუთრებით სანამ დაოჯახდება...

- ამ ინტერვიუს შემდეგ ბევრ ბავშვს გაუჩნდება პროტესტის გრძნობა თუ რატომ ვერევით მათ ცხოვრებაში თქვენ რას ეტყოდით მათ?

- მე ვეტყოდი,რომ ყველას აზრს პატივს ვცემ.მაგრამ უფალს დაუახლოვდნენ და რაც შეიძლება ხშირად და რწმენით ილოცონ.

- ალექსანდრე,12-20 წლის ასაკში როგორი ბავშვობა გქონდა თუ საიდუმლო არაა?

- მე თავიდანვე დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი.ყოველთვის ვმეგობრობდი უფროს ადამიანებთან.ძალიან მიყვარდა კითხვა.რა თქმა უნდა დღესაც მიყვარს.. ლაღი ბავშვობა არასოდეს არ მქონია.ძალიან ძალიან გვიჭირდა.მაგრამ ჩემი გამზრდელი ბებიების დახმარებით და ჩემი შრომით ვთვლი რომ ბევრს მივაღწიე.მივიღე უმაღლესი განათლება და მაქვს ორი დიპლომი რომლებიც თაროზე მაქვს ამჟამად შემოდებული,მქონდა უამრავი რთული პერიოდები,მაგრამ ჩემი გამზრდელი ბებიების დამსახურებით დღეს ვამაყობ ჩემი სიპატიოსნით.

- როგორ ფიქრობ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ბავშვები აღარ იყვნენ მსგავსი ცხოვრებით დაკავებულნი?

- ბევრი რამ გენეტიკაზეცაა დამოკიდებული,მაგრამ.პირველ რიგში სითბო და ყურადღება არ მოვაკლოთ ბავშვებს.ცოტა სიმკაცრეც აუცილებელია...ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

- ბოლოში მინდა დამდეგი 2017 მოგილოცო,15 საათში უკვე შემოვა 2017 და მინდა უბედნიერესი მენახო ალექსანდრე.

- გაიხარეთ.გილოცავთ თქვენც და მთელ კაცობრიობას.სიმშვიდის,სიხარულის და გამრავლების წელი ყოფილიყოს მომავალი 2017 წელი...

- მადლობა დიდი გულწრფელი და სიყვარულით სავსე ინტერვიუსთვის.

- ასევე თქვენც მადლობა ობიექტურობისათვის და გისურვებთ წარმატებებს...


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

             © 2016 By KONSTANTINE JAFARIDZE
 

bottom of page