სტენ ლი გარდაიცვალა
- Konstantine Japaridze
- Nov 13, 2018
- 1 min read

გუში,12 ნოემბერს ამერიკელი მწერალი და კომიქსების ავტორი სტენ ლი ლოს-ანჯელესში სინაის კლინიკაში გულის შეტევით 95 წლისა გარდაიცვალა,ინფორმაციას მწერლის ოჯახის წევრები ავრცელებენ,იგი გახლდათ ამერიკელი მწერალი, რედაქტორი და კომიქსების პერსონაჟთა შემქმნელი. მედია კომპანიის „Marvel Comics“ ყოფილი პრეზიდენტი და გამომცემელი,უმუშავია ბევრ ცნობილ მხატვართან (ყველაზე ცნობილები — ჯეკ კირბი და სტივ დიტკო). მან შექმნა ბევრი ცნობილი გმირი კომიქსებისთვის, ისეთები როგორიცაა: „ადამიანი ობობა“, „ფანტასტიკური ოთხეული“, „იქს ადამიანები“ და სხვა.მას აქვს მიღებული ისეთი ჯილდოები როგორებიცაა: ხელოვნების ეროვნული მედალი, ინკპოტის ჯილდო, დისნეის ლეგენდები,ჰარვის პრემია, ბილ ფინგერის პრემია და სატურნის ჯილდო
Comments