top of page

ციხიდან გაქცევა - ლოკაციები,ბიუჟეტი და სერიალის შექმნა (წინასიყვაობა)

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Nov 14, 2018
  • 3 min read

ციხიდან გაქცევა (ინგლ. Prison Break) — ამერიკული ტელესერიალი, რომლის გადაღება 2005 წელს დაიწყო და გაგრძელდა 2009 წლამდე. სერიალის პრემიერა გაიმართა ამერიკულ ტელეკომპანია ფოქსის სამაუწყებლო კომპანიაზე, 2005 წლის 29 აგვისტოს.

სერიალის სიუჟეტი ეხება ორი ძმის ამბავს. ლინკოლნ ბეროუზი სიკვდილმისჯილია მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, ხოლო მისი ძმა, მაიკლ სკოფილდი, საგულდაგულოდ ცდილობს მისი ციხიდან გაყვანას.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან პოლ შერინგი, კევინ ჰუკსი, მეთ ოლმსტიდი, მარტი ანდელსტეინი, დაუნ პარუსი, ნილ მორიცი და ბრეტ რატნერი. სერიალისთვის მთავარი მუსიკა შეთხზულია რამინ ჯავადის მიერ და ნომინირებული იყო პრაიმტაიმის ემის ჯილდოზე 2006 წელს.

სერიალი ხუთი სეზონისგან შედგება. პირველი და მეორე სეზონები შეიცავს 22 ეპიზოდს. მესამე 13-ს, მეოთხე სეზონი 24-ს, ხოლო მეხუთე — 9 სერიას.

2017 წლის 12 დეკემბერს დომინიკ პარსელმა თავის Instagram-ზე განაცხადა, რომ მიმდინარეობდა სერიალის მე-6 სეზონზე მუშაობა.2018 წელს Fox-მა ოფიციალურად დაადასტურა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

ჩანაფიქრი

ციხიდან გაქცევის ორიგინალურ იდეას — კაცი განზრახ ხვდება ციხეში, რომ დაეხმაროს ვინმეს (ამ შემთხვევაში მის ძმას) ციხიდან გაქცევაში — პოლ შერინგს სთავაზობდა დაუნ პარუსი, რომელსაც უნდოდა ნამდვილი მოქმედებითად ორიენტირებული სერიები გადაეღო. შერინგს ეს აზრი მოეწონა და დაიწყო უსამართლოდ გასამართლებული ერთ-ერთი ძმის ამბავზე სიუჟეტის მომზადება. 2003 წელს მან ეს იდეა ფოქსს გააცნო, რაზეც ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ იგი რამდენიმე ხანი კიდევ ხვეწდა იდეას, თუმცა ამაოდ. მის შეთავაზებას კვლავ უარყოფითი პასუხი მოჰქონდა, რადგან არხების ხელმძღვანელობის აზრით, ეს იდეა უფრო შეესაბამებოდა ფილმს, და არა ტელესერიალს. შემდგომ, ციხიდან გაქცევის მინისერიალად გადაღების პერსპექტივა გაჩნდა. ამ დროს სცენარის ყურადღება სტივენ სპილბერგმა მიიპყრო. ამგვარად, ციხიდან გაქცევა მინისერიალად აღარ გამოცემულა. პოპულარულ სერიალებთან ერთად, როგორებიცაა დაკარგულები და 24, ფოქს ნეტვორკმა ციხიდან გაქცევის გადაღება 2004 წელს დაიწყო. საცდელი ეპიზოდი გადაიღეს ერთი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც შერინგმა დაწერა სცენარი და ხუთ თვის შემდეგ, სერიალის სარეკლამო რგოლიც გამოვიდა.

მსახიობების შერჩევა

შერჩევის პროცესი მაიკლ სკოფილდის როლისთვის დაიწყო წარმოებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ინტერვიუში, პოლ შერინგმა განაცხადა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მსახიობი ამ როლისთვის: „ამ როლის შემსრულებელი უნდა იყოს იდუმალებით მოცული, მაგრამ ვენთვორთ მილერის გარდა ყველა მსახიობი იყო ყალბი“. წარმოებამდე ერთი კვირით ადრე უენტორტ მილერი წარდგა აუდიტორიის წინაშე. მან შერინგზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი გამოსვლით. იგი როლზე შემდეგ დღესვე აიყვანეს.

დომინიკ პარსელი შერჩევაზე წარმოებამდე სამი დღით ადრე მივიდა და, შესაბამისად, იგი ბოლო მსახიობი იყო, რომელიც არჩეულ მსახიობთა გუნდს შეუერთდა. პარსელი მოსინჯეს ლინკოლნ ბაროუსის როლზე, რომელიც მიჩნეულია საშიშ პიროვნებად. იგი არის მაიკლ სკოფილდის ძმა. ჯონ დოიზე მუშაობის შემდეგ, პარსელს ჰქონდა ახლო თანამშრომლობა ფოქსთან. აქედან, იგი გააგზავნეს „ციხიდან გაქცევის“ საპილოტო სცენარზე. პირველად, შერინგი ფიქრობდა, რომ პარსელი იყო „ზედმეტად მიმზიდველი ბიჭი“, მას შემდეგ რაც აუდიტორიის წინაშე იგი თავისი ფლამბოიანტური თმის სტილით გამოჩნდა. თუმცა პარსელმა მოიგო როლი და გადაღების პირველ დღეს გადაპარსული თმებით ჩავიდა. შერინგი გააოცა ორი მთავარ მსახიობს შორის ფიზიკურმა მსგავსებამ.

მიუხედავად იმისა, რომ ამორი ნოლასკომ აღიარა, რომ მას კითხვა არ უყვარდა, იგი სცენარმა „ძალზედ ჩაითრია“. აუდიტორიის წინაშე იგი ფერნანდო სუკრეს როლისთვის წარდგა. მისმა ნერვიულობამ პოლ შერინგი მოხიბლა. მან განაცხადა, რომ ნოლასკო იყო მათი საუკეთესო არჩევანი.

სცენარის წაკითხვის შემდეგ, უეიდ უილიამსს საწყის ეტაპზე არ უნდოდა ბრედ ბელიკის როლის განსახიერება, რადგან ეს პერსონაჟი, მისი თქმით, „საშინელი და საზიზღარი“ იყო. მისი უხალისობა წარმოიშვა ოთხი წლის ქალიშვილის მამობისას. თუმცა, მისმა მენეჯერმა დაარწმუნა იგი მოესინჯა თავისი თავი ბელიკის როლში. შედეგი წარმატებული გამოდგა.

სარა უეინ კელისი იყო პირველი მსახიობი ქალი, რომელიც აუდიტორიის წინაშე სარა ტანკრედის როლის შესრულებისთვის წარდგა და იყო ასევე პირველი, რომელიც გახდა ძირითადი შერჩევის წევრი. ის როლზე თითქმის მყისვე აიყვანეს.

შერჩევის სხვა წევრები იყვნენ რობინ ტუნი, მარშალ ოლმანი, პოლ ადელსტეინი და პიტერ სტორმეირი, რომლებმაც განასახიერეს ვერონიკა დონოვანი, ელ. ჯეი. ბაროუსი, პოლ კელერმანი და ჯონ აბრუცი.

გადაღების ადგილები

ციხიდან გაქცევის პირველი სეზონის უმრავლესობა გადაღებულია ჩიკაგოში. გადაღება ხდებოდა ჯოლიეტის ციხეში, რომელიც გადაღებულია როგორც ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელი ციხე. ლინკოლნის კამერა, საავადმყოფო და ციხის ეზო გადაღებულია ამავე ციხეში. ლინკოლნის საკანში იყო დატყვევებული ცნობილი ამერიკელი მკვლელი ჯონ უეინ გეისი. გარე სცენები არის გადაღებული ჩიკაგოში, ვუდსტოკში და ჯოლიეტში. ასევე გადაღების ადგილები შეიცავს ო’ჰაირის საერთაშორისო აეროპორტს ჩიკაგოში და ტორონტოსონტარიოში, კანადა. ციხიდან გაქცევის ყოველ ეპიზოდზე იხარჯებოდა $$2 მილიონი აშშ დოლარი ილინოისის შტატში, ხოლო საბოლოო დანახარჯმა 2005 წელს მიაღწია $24 მილიონ აშშ დოლარს.

განახლებული მეორე სეზონის გადაღება დაიწყო 2006 წლის 15 ივნისს დალასში, ტეხასი. გადაღებები ხორციელდებოდა პატარა ელმში, დეკატურში და მინერალ უელსში. ბევრმა ამ ადგილებიდან წარადგინა სხვადასხვა ამერიკული ქალაქები. სავარაუდოდ შოუზე დაიხარჯა $50 მილიონი აშშ დოლარი დალასში. მეორე სეზონის ბოლო სამი სერია გადაღებულ იქნა პენსაკოლაში, ფლორიდას შტატში[18]. თითოეული ეპიზოდის გადაღება გრძელდებოდა რვა დღე და დაახლოებით $1.4 მილიონი აშშ დოლარი იგზავნებოდა თითო ეპიზოდიდან ადგილობრივ ეკონომიკაში.

მესამე სეზონი გადაიღეს ტეხასში და თითო ეპიზოდის ბიუჯეტი შეადგენდა $3 მილიონ აშშ დოლარს. თითოეული გარე სცენა ლინკოლნისა და გრეტჩენის მონაწილეობით საჭიროებდა პანამადან გასვლას.

მეოთხე სეზონი ძირითადად გადაიღეს ლოს-ანჟელესში, კალიფორნია. მისი პირველი ეპიზოდი იყო სპეციალურად ორსაათიანი.


Opmerkingen


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

             © 2016 By KONSTANTINE JAFARIDZE
 

bottom of page