top of page

რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ნატა ლეონე

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Dec 30, 2016
  • 2 min read

- მოგესალმებით ნათია,რამდენი ხანია წახვედით საქართველოდან,რამ განაპირობა თქვენი გამგზავრება აქედან და სად ცხოვრობთ ამჟამად?

- გამარჯობათ კონსტანტინე,მე 19 წლის ვიყავი საქართველოდან რომ წავედი,ეს ცოტა რთული შეკითხვაა მინდა გითხრათ.ბევრი მიზეზი მქონდა.მე როცა საქართველოდან წავედი მაშინ ჩვენთან ანუ საქართველოში ცხოვრება ძალიან ჭირდა.მომავალი არ მქონდა და სხვაგან ვცადე ბედი.მე გერმანიაში ვცხოვრობ ამჟამად.

- რას საქმიანობთ გერმანიაში და როგორ მიდის თქვენი ცხოვრების წუთები მანდ,ანუ ამით მინდა ვთქვა არის თუ არა უცხოეთში თვითგადარჩენის ეფექტი?

- მე ბევრ რამეს ვაკეთებ,ამავდორულად ვწერ.აქ შრომა ფასდება,რასაც ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოზე ვერ ვიტყოდი.რაც არ უნდა დაამთავრო საქართველოში არც შრომას აქვს ფასი და არც პროფესიას.

- როგორც ვიცი ზოგან ემიგრანტებს ძალიან უჭირთ,თქვენ რას იტყოდით ამ ფაქტზე?

- იცით ცხოვრება სულ მარტოდმარტომ უცხო ქვეყანაში დაიწყო ეს ძალიან რთულია.რათქმა უნდა არც მე არ მიმიღია ადვილად არაფერი,მაგრამ ცხოვრება ხომ ბრძოლაა,ჩვენ კი ადამიანებს ისღა დაგვრჩენია ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის,რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი ამას კი მხოლოდ დრო გვიჩვენებს.ასე არაა?

- როგორ ცხოვრობთ ამჟამად მანდ,გყავთ თუარა ოჯახი და აპირებთ თუ არა მომავალში საქართველოში დაბრუნებას?

- მე ვმუშაობ,ვწერ და ამავდროულად ვთარგმნი ჩემს პირველს წიგნს გერმანულად.მე აქ ვარ გათხოვილი დიახ.ჩემი მეუღლე იტალიელია.

- რა ჟანრისაა თქვენი წიგნი,და როდის დაიწყეთ და რა გარემოებაში მისი წერა?

- წერა ბავშობიდან მიყვარს.ყოველთვის ვწერდი,თუმცა ასე ოფიციალურად წერა სამი წლის წინ დავიწყე.ვწერ ჩანახატებს, პატარა მოთხრობებს და ციტატებს. ჩემი პირველი წიგნი შარშან დაიბადა და მზის სხივი საქართველოში ვანახე. ხშირ შემთხვევაში სევდაზე და მარადიულ სიყვარულზე ვწერ.

- აპირებთ თუ რა მომავალში ამ საქმიანობის გაგრძელებას და გაქვთ თუარა ამ საქმიანობის გარდა სხვა საქმიანობა?

- დიახ წერას არასდროს შევწყვეტ.რადგან წერის გარეშე სიცოცხლე ისე წარმომიდგენია, როგორც ადამიანები ტანისამოსის გარეშე.როცა ვწერ მე მეორედ ვიბადები და როცა არ ვწერ ასე მგონია გარდავიცვალე.რაც ჩემს პროფესიას შეეხება მე აქ ბიზნესი და მენეჯმენტი შეივისწავლე და ამ განხრით ვმუშაობ.ამასთანავე როგორ უკვე გითხარით ვწერ.

- და ინტერვიუს ბოლოს მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო,ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის.

- უღრმესი მადლობა გაიხარეთ.ასევე ულევ სიკეთეს და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

-


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

             © 2016 By KONSTANTINE JAFARIDZE
 

bottom of page