ვმუშაობ ბებოს დამხმარედ - ინტერვიუ იტალიაში მცხოვრებ ემიგრატთან ქეთი გვარამიასთან
- Konstantine Japaridze
- Dec 31, 2016
- 1 min read

- მოგესალმებით ქეთი,რამდენი ხანია წახვედით საქართველოდან,რამ განაპირობა თქვენი გამგზავრება აქედან და სად ცხოვრობთ ამჟამად?
- ჩემი წასვლა საქართველოდან განაპირობა ჩემო შვილო,მცირე ჩემმა შემოსავლიანობამ,არ იყო საკმარისი ხელფასი,რომ გამეწვდინა ჩემი ოჯახისთვის,ამიტომ გარკვეული დროის შემდგომ გადავწყვიტე დიდი ფიქრის შედეგად წავსულიყავი იტალიაში და ეს ჩანაფიქრიც განვახორციელე,ვარ დღესდღეობით იტალიაში.
- რას საქმიანობთ იტალიაში და როგორ მიდის თქვენი ცხოვრების წუთები მანდ,ანუ ამით მინდა ვთქვა არის თუ არა უცხოეთში თვითგადარჩენის ეფექტი?
- დიახ,ვიმყოფები ერთ-ერთ ოჯახში და ვმუშაობ ბებოს დამხმარედ,94 წლის ბებოს საოჯახო საქმეებს ვუგვარებ,ნუ ფეხი თუ დადგი აქ ჩათვალე რომ აღარაფერი გიჭირს,მთავარია ფსიქოლოგიურად როგორ მიიღებ ამ ყველაფერს,ახალ გარემოს და ვალდებულებებს.
- როგორ ცხოვრობთ ამჟამად მანდ,გყავთ თუარა ოჯახი და აპირებთ თუ არა მომავალში საქართველოში დაბრუნებას?
- აქ მე ვმუშაობ და შვილები კი საქართველოში არიან,დიახ,საქართველო ნოსტალგიად მექცა,ყველაფერი მენატრება საქართველოში,აუცილებლად,ახლაც რომ გწერთ თვალები ცრემლით მაქვს სავსე,ნეტავ ყველას ესწავლოს ამ ფასდაუდებელი,ღვთისგან დალოცვილი და ნაკურთხი საქართველოს ფასი,საქართველო უძლიერესი ტკივილია ყველა ემიგრანტისთვის და მათ შორის ჩემთვისაც,მალევე გამოსწორებულიყოს სოციალური და დემოგრაფიული საკითხები და ეს პრობლემები მოგვარებულიყოს,რადგან ჩვენს სტუმართმოყვარე,გულღია მხარეში დავბრუნებულიყავით,დიახ მოხდება ჩემი დაბრუნება საქართველოში.
- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის ქალბატონო ქეთი.
- მადლობა თქვენ ინტერვიუსთვის.
Comments