აფეთქების შედეგად ოჯახის სამმა წევრმა დამწვრობა მიიღო
- Konstantine Japaridze
- Jan 6, 2017
- 1 min read

ნინოწმინდის სოფელ განძაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ოჯახის სამმა წევრმა დამწვრობა მიიღო.
როგორც news.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.
„სამივე პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. მათი მდგომარეობა მძიმეა. ერთერთ პაციენტს - ფეხმძიმე გოგონას გაუკეთდა სასწრაფო საკეისრო კვეთა. ბავშვი გადაყვანილია ახალშობილთა რეანიმაციაში. სამივე მათგანი აგრძელებს მკურნალობას", - აცხადებს გუგა ქაშიბაძე და დასძენს, რომ პაციენტებს საკმაოდ მძიმე დამწვრობები აქვთ მიღებული.
Comments