top of page

ლელა შუბლაძე - შვილი დედისთვის ყველაზე დიდი გრძნობაა

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Jan 6, 2017
  • 1 min read

- გამარჯობა ლელა,პირველ რიგში მინდა მოგილოცო ახალი წელი და დაგისვა პირველი კითხვა,რას ნიშნავს შენთვის შვილი.

- მადლობა მოლოცვისთვის,მეც გილოცავთ!!! შვილი დედისთვის ყველაზე დიდი გრძნობაა,ის არის შენი მომავალი,იმედი,სიყვარული,სიხარული,დედაშვილობა ძალიან ბევრ გრძნობას აერთიანებს.

- როგორ დაასრულებდით ფრაზას ,,მე რომ ისევ 20 წლის გოგონა ვიყო გავაკეთებდი..."?

- მე რომ ისევ 20 წლის გოგონა ვიყო რას გავაკეთებდი? ალბათ იგივეს,რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი,არაფერს არ შევცვლიდი,დავტკბებოდი ჩემი ახალგაზრდობით.

- ყველაზე მეტად რას ვერ იტანთ ადამიანში?

- ტყუილს და ქედმაღლობას!!!

- ალბათ ბევრისგან გაგიგიათ შვილს 30 წლამდე უნდა უპატრონო,როგორია თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით?

- ჩემი აზრით შვილს 20 წლამდე უნდა უპატრონო,მერე კი უნდა იზრუნო,რომ ის ბედნიერი და გახარებული იყოს.

- თქვენი აზრით შვილები რატომ,ან რის შედეგად ბოროტდებიან? ან რა არის ამის მიზეზი?

- გააჩნია რა ასაკში,გარდატეხის ასაკში ბავშვს ფაქიზი მზრუნველობა და სითბო სჭირდება,თუ ეს ბავშვს მშობლები ვერ უგებენ,ბავშვები სახლიდან გარბიან და სხვაგან ეძებენ ნუგეშს.

- არის მშობლების ის კატეგორიაც,რომლებიც შვილს 20-21 წლის ასაკშიც ვერ უგებენ,ამაზე რას იტყოდით?

- რადგანაც მე არ მაქვს გამოცდილება ალბათ სრულყოფილად ვერ გაგცემთ პასუხს,თუმცა ვფიქრობ,რომ ამ შემთხვევაში მეტი წილი პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება.

- უღრმესი ამდლობა საინტერესო ბლიც ინტერვიუსთვის!

- მადლობა თქვენ!!!


댓글


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

             © 2016 By KONSTANTINE JAFARIDZE
 

bottom of page