top of page

Last Century Studio-ს მოცეკვავეების კიდევ ერთი საინტერესო ცეკვის ვიდეორგოლი (+ კლიპი)

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Feb 16, 2017
  • 1 min read

Last Century Studio-მ ძალიან საინტერესო ცეკვის ვიდეორგოლი შემოგვთავაზა,ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. ამ კლიპმა ხალხში გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი,ჩვენ დავინტერესდით ამ კლიპით და გავესაუბრეთ კლიპის მთავარ შემქნელს და ქორეოგრაფს ზურა კირვალიძეს. იხილეთ ინტერვიუ.

- მოგესალმეით ზურა,საიდან გაჩნდა კლიპის გადაღების იდეა და როგორ დაიწყეთ?

- მოგესალმები კოტე,კლიპის იდეა იყო საერთო სტუდიის წევრების და დავიწყეთ ვარჯიშები იდეებთან ერთად.

- რა იყო ამ კლიპის მიზანი? როგორც ვხედავთ კლიპში მარტო ცეკვა არ არის წარმოდგენილი.

- ჩვენი მიზანი იყო,ვალენტინობა ორიგინალურად მიგველოცა ხალხისთვის,ეს ყველაფერი კი ცეკვით გამოვხატეთ,ეს მიმდინარეობა საინტერესოა ცეკვის სფეროში,ნუ საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და უცხოეთში ბევრ ამდაგვარ ცეკვის კლიპს ნახავთ,რასაც მივესალმები.

- ნამდვილად საინტერესო გამოგივიდათ ზურა,მოგვიყევით ამ ულამაზეს გოგოზე,რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

- სიამოვნებით,ერთხელ გვერდზე გავაკეთე ქასთინგი და მაქედან აღმოვაჩინე ანა,იგი არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი,მსახიობი,ბალერინა,კინოლოგი,მადლობა ამ ადამიანს.

- კიდევ თუ გეგმავთ გადაღებებს?

- კი აუცილებლად,ვეძებთ მოცეკვავეებს,გოგოებს,ბავშვებს,წინ დიდი პროექტები გვაქვს.

- სად მდებარეობს სტუდია და სად შეიძლება რომ მოვიდნენ ცეკვის შესასწავლად?

- სტუდია მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 78 ნომერში,ბავშვთა ახალგაზრდულ ცენტრში.


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

             © 2016 By KONSTANTINE JAFARIDZE
 

bottom of page