ინტერვიუ კინოდოკუმენტალისტ მაიკლ ვანდერპულთან
- Konstantine Japaridze
- Aug 15, 2017
- 2 min read

- მოგესალმებით ბატონო მაიკლ,რატომ მიყვარს თბილისი?
- მოკლედ გეტყვით,გარდა იმისა, რომ აქ შეხვდებით განსაკუთრებულად სტუმართმოყვარე ხალხს, ქალაქში არაერთ უძველეს და მათ შორის, თანამედროვე შენობასა და ღირშესანიშნაობას ნახავთ, დააგემოვნებთ, მსოფლიოში უგემრიელეს ქართულ ღვინოს, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.ქართველი ქალები, არა მხოლოდ ლამაზები და ჭკვიანები არიან, არამედ შარმიანები და მოდურები. ქართველმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს ჭადრაკის საერთაშორისო შეჯიბრში და პრიზებით დაბრუნდნენ სამშობლოში.არ შემიძლია არ ვისაუბრო ქართული სამზარეულოს შესახებ, რომელიც საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. დალოცვილი სამზარეულოა, რომლისგანაც ნებისმიერი სტუმარი სიამოვნებას ღებულობს. თბილისი ოდითგანვე ცნობილია, როგორც მწვანე ქალაქი, სადაც სუფთა ჰაერი, მთები და მდინარეებია. ქართველებს აქვთ სპორტის სახეობები, ჭიდაობა, ძიუდო… ქართველები არიან თამამები, გულადები და ტრადიციების მოყვარულები.აღსანიშნავია სადღეგრძელოების კულტურა, სადაც ქართველები ხაზს უსვამენ, მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობის კულტურას, რაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. ყველა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ქართველები ცნობილები არიან, როგორც უზადოდ მზრუნველი მამები, ნამდვილი ოჯახის კაცები.საქართველოში განსაკუთრებით ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კარგად მღერიან, მსგავს რამეს, შესაძლოა სხვა ქვეყნებში ვერც წააწყდეთ. თბილისში არ მხოლოდ სწრაფად მზარდ ბიზნესს ნახავთ, არამედ წარმატებულ სავაჭრო ცენტრებს. აქ წარმატებით საქმიანობენ, ათობით დასავლური კორპორაციები, აქვთ სწრაფი კვების ობიექტები.თბილისი თანამედროვეა თავისი სწრაფი გადახდის აპარატებით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო მობილურები იყვნენ. აქვთ გამართული მეტროს სისტემა. მოსახერხებელი ინტერნეტი. ეს ის საკითხებია, რომელიც სხვა ქალაქებს აკლია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ერთ სიამოვნებად ღირს მამა დავითიდან გადაშლილი თბილისის ხედის ნახვა, ეს არის კრეატიული საჩუქარი. ასეთი გარემო შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ.თბილისი არის ქალაქი, რომელსაც უყვარხარ და, რომლის შეყვარებაც ძალიან მარტივია.ალბათ, გაინტერესებთ რა არ მომწონს?არ მომწონს იუსტიციის სახლი. შეიძლებოდა უფრო ლამაზი შენობა აეშენებინათ და უფრო უკეთ ყოფილიყო მორგებული მომხმარებელზე. თუმცა მჯერა, რომ თბილისის მთავრობა მუშაობს ამ ხარვეზის დახვეწაზე.არ მომწონს ბორდიურებზე გაჩერებული ავტომობილები, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ სტუმრებს. ასევე მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი საპირფარეშოები, მათი ხარისხი. საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქალაქის ცენტრალში, ხალხმრავალ ადგილებში აუცილებლად უნდა არსებობდეს. მსგავსი პრობლემა წარმატებით მოაგვარა შოტლანდიამ და შეგიძლიათ მათი გამოცდილება გაიზიაროთ.მალე არჩევნები ჩატარდება და იმედია, რეალურად შეიცვლება ყველაფერი და ახალი, თანამედროვე მიდგომები დაინერგება. თბილისს სჭირდება ცვლილებები. თბილისი მზარდი ქალაქია, მზარდი პრობლემებითა და დაპირებებით. ზოგი რამ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც პროგრესი არ უყვართ. მე გირჩევდით, – ნურასოდეს მოიხედავთ უკან, მომავალსა და პროგრესზე იყავით ორიენტირებულნი.
Comments