ახალი თაობის Ford Focus-ის პრეზენტაცია 10 აპრილს გაიმართება
- კონსტანტინე ჯაფარიძე
- Apr 3, 2018
- 1 min read

ახალი თაობის Ford Focus-ის პრეზენტაცია 10 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ კომპანიის რუმინეთის წარმომადგენლობის Facebook გვერდიდად გახდა ცნობილი.
ავტომობილი ხუთ კარიანი, ჰიჩბექის ტიპის იქნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თაობის Ford Focus-ი გერმანიაშია აწყობილი.
მანქანა EcoBoost-ის ოჯახის წევრია და ტურბოს ტიპის დიზელის ძრავზე მუშაობს.
ჯერ უცნობია როდის დაიწყება ახალი Ford Focus-ის გაყიდვები, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია 10 აპრილის ღონისძიებაზე გასაჯაროვდება.
Comments