ინტერვიუ თვითმხილველებთან რომელთაც საშიში ისტორიები გადახდათ
- კონსტანტინე ჯაფარიძე
- Apr 3, 2018
- 4 min read

ჩვენ დღეს მსოფლიოს 4 ქალაქიდან მოვიძიეთ ადამიანები,რომელთაც რეალური ისტორიები გადახდათ სხვადასხვა დროს,ისინი ,,ფეისბუქი"-ს მეშვეობით ჩავწერეთ.
1. ,,ერთი ღამე ვიყავი რამდენიმე ჩემს მეგობართან ერთად,როელთაც საკმაოდ გვიანობამდე ეძინათ. დაახლოებით შუადღის 3 საათამდე. მე გამოიღვიძა და გავიგონე რაღაც, რომ გაისმა რაღაც მისტიური,შემაძრწუნებელი ხმა რომელიც მოდიოდა სამზარეულოდან და კაბინეტიდან. ეს იყო საკმაოდ ხმამაღალი ხმა, რომ მე ვიგრძენი, უნდა შემემოწმებინა რა ხდებოდა. მე დავინახე ვიღაცის სილუეტი სამზარეულოში, ამიტომ ვივარაუდე, რომ მე ეს მომეჩვენა ან მთვარის სინათლემ გამვლელის სილუეტი აიღო. დილით, როდესაც ჩემმა მეგობარმა ემილიმ გაიღვიძა, ის ტიროდა გამწარებით. მან თქვა, რომ შუა ღამით ვიღაც სამზარეულოში ლაპარაკობდა და თქვა: "ჩვენ აქ აღარ გვინდა. ჩვენ არ ვართ მნიშვნელოვანი. ეს მართლაც საშინელი იყო." ამის შემდეგ მე ის სახლი გავყიდე. (მარისა ნიუ-იორკიდან)
2. ,,მე და ჩემი მეუღლე, რომ დავქორწინდით გადავწყვიტეთ, საცხოვრებელი ადგილი შეგვეცვალა და ვიყიდეთ დიდი სახლი გვეყიდა სადაც ჩვენი შვილები თავიუფლად ირბენდნენ. ერთ სახლს გადავაწყდით, ისეთი იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა, ფასმა დაგვაკმაყოფილა და ვიყიდეთ. როდესაც გადმოვედით ძალიან მოგვეწონა მაგრამ ღამე რაღაც უცნაური ხმები გვესმოდა, თითქოს პირველ სართულზე ვიღაც ჭურჭელს ამტვრევსო. პირველ დღეს გვეგონა ქურდი შემოიპარა და ჩვენს გაქურდვას ცდილობსთქო მაგრამ, რომ ჩავედით არავინ დაგვხვდა. ვიფიქრეთ მეზობელს გაუტყდა რამე და ხმა გამოდიოდა მაგრამ მეორე დღესაც იგივე, რომ გვიგეთ მერე უკვე შეგვეშინდა. ასე მეორდებოდა 3 დღე, შემდეგ ნათესავმა გვირჩია მამაოს აკურთხებინეთო. იმ დღესვე მოვიყვანეთ მამაო და ვაკურთხებინეთ მთლიანი სახლი, რომ ვთქვა ამ კურთხევამ რაიმე შედეგი გამოიღომეთქი მოგატყუებთ, არავითარი შედეგი არ ჰქონია. მეორე დღეს ვგრძნობდით, რომ ვიღაც ხელს გვკრავდა და ლოგინიდა გვაგდებდა, იმ წუთას ვიღვიძებდითხოლმე და ვხედავდით, რომ იატაკზე ვიყავით გაშხლართულნი. მეორე დღსვე მივმართეთ ადგილობრივ ქესტრასენსს და მოვახსენეთ ყველაფერი, რაც თავს გადაგვხვდა. ექსტრასენსმა გარკვევით გვითხრა, რომ ეს ყველაფერი იყო ე.წ პოლტერგეისტის ოინები. თან გვითხრა, რომ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ იმ ადგილას ადრე ერთი ქალი ცხოვრობდა, რომელიც იძულებით გააგდეს სახლიდან და სიცოცხლე თავის სახლთან თვითმკვლრლობით დაასრულა. ექსტრასენსის აზრით, ამ ქალის სული დარჩა ამ სახლში და ჩვენ გვიბრაზდებოდა იმისთვის, რომ მრავალწლიანი სიმყუდროვე დავურღვიეთ.ექსტრასენსი მოვიდა ჩვენს სახლში, რიტუალები ჩაატარა, სულს გაესაუბრა და წასვლის წინ გვითხრა, რომ სული დაამშვიდა.უკვე მრავალი წელია ვცხოვრობთ ამ სახლში, უკვე 2 შვილი გვყავს მაიკლი და სემი,მაგრამ აღარავითარი პრობლემა არ გვაწუხებს. სულმა იპოვა თავისი გზა და დაგვტოვა". (ემილი ლოს-ანჯელესიდან)
3. ,,ეს ისტორია აქამდე არავისთვის მომიყოლია, ერთ დროს ამ ისტორიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. ქუჩაში გასვლისაც კი მეშინოდა, თავიდან არ მჯეროდა, რომ მსგავსი არსებები არსებობდნენ, მაგრამ მინდა ხალს ვუთხრა, რომ დაიჯერონ, დაიჯერონ რადგან შეიძლება ერთხელაც ამ ყველაფრის მომსწრენი გახდნენ.ყველაფერი ჩემი ნათესავის გასვენებაში დაიწყო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სერიოზულად ვიჩხუბეთ, ბოლოს ისე გავამწარე, რომ მითხრა ვერ გიტან და მოკვდიო. მეორე დღეს კი შევიტყვე, რომ ავარიის შედეგად გარდაიცვალა. პანაშვიდებზე დავდიოდი, ეკლესიაში ვლოცულობდი, რომ სამოთხეში მომხვდარიყო, გასვენების ღამეს რაღაც უცნაური ხმები მესმოდა. სახლში მარტო ვიყავი, მეუღლე უცხოეთში იყო და ძალიან შემეშინდა. გავყევი ამ ხმას და მიმიყვანა იმ ოთახამდე სადაც მე ვეჩხუბე, ჩემს გარდაცვლილ ნათესავს (ღმერთმა ნათელში ამყოფოს). შემეშინდა, ამას ვერ დავმალავ, ძალიან შემეშინდა სულ ვცახცახებდი. ოთახში, რომ შევედი ხმა აღარ ისმოდა. ვიფიქრე დანაშულის გრძნობა მაწუხებს და მაგიტომ მემართება ასემეთქი, მაგრამ მეორე დღეს იგივე განმეორდა, ასე მეორდებოდა ერთი კვირა. შემდეგ მამაო მოვიყვანე სახლში, სახლი აკურთხა და მერე კარგა ხანი არაფერი მესმოდა. ცოტა ხნის შემდეგ დილაობით, გამთენიისას რაღაც კივილის ხმა მაღვიძებდა და, რომ ვიღვიძებდი საწოლი ირხეოდა. ასე ხდებოდა ყოველ დილას ნახევარი საათის განმავლობაში. ისე შევშინდი, რომ გარეთაც ვერ გავდიოდი და ხმასაც კი ვერ ვიგებდი. ეს ამბავი, ჩემს დაქალს მოვუყევი და მირჩია, ერთი კარგი ექსტრასენსი ვიცი და მიგიყვანო. მართლაც მივედით, ამ ქალმა რაღაც რიტუალები ჩაატარა, გარშემო შემომიარა და მითხრა, გარდაცვლილ სულს უნდა, რომ ბოდიში მოუხადოო. მე ფერი დავკარგე და ტირილი ამიტყდა, მან დამამშვიდა და მითხრა ახლა სული ჩემთანაა და შეგიძლია უთხრა ის, რაც გსურსო. ატირებული ხმით ბოდიშო მოვუხადე ჩემს ნათესავს, ვუთხარი როგორ მიყვარდა და როგორ მენატრებოდა, ბოდიშიც მოვუხადე. სეანსი, რომ დამთავრდა ექსტრასენსმა გამამხნევა და მითხრა, ჩემთან მსგავსი ფაქტებით უამრავი ადამიანი მოდის და ყველას ვეხმარებიო. ამან უფრო გამამხნევა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი." (მერი ჩიკაგოდან)
4. ,,ბვშვობიდან ძალიან მიყვარდა სულებზე ისტორიების მოსმენ, ყოველთვის მჯერროდა ამ ამბების და დეიდაჩემს ვაყოლებდი ხოლმე. დეიდაჩემი საკმაოდ უცნაური ქალი იყო, მუდამ ამტკიცებდა, რომ სულები არსებობდნენ და მათ შეეძლოთ ჩვენთან კავშირის დამყარება. როდესაც წამოვიზარდე და უმაღლესში ჩავაბარე, ამ თემამ უფრო დამაინტერესა. ერი კურსელი მყავდა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ეს საკითხი. თავისი ბებია გამაცნო, თურმე ახალგაზრდობაში ბევრი ასეთი მოვლენის მომსწრე გამხდარა. მოკლედ, ბოლოს ჩემმა ინტერესებმა და უაზრო ცნობისმოყვარეობამ გამომითხარა ძირი.ჩემი კურსელის ბებიამ ერთი ძველი წიგნი მომცა, წიგნი რუსულად იყო და ფურცლები სიძველისაგან სულმთლად გადაყვითლებულიყო, მე შევუდექი კითხვას. ყველაფერი ეწერა სულებზე და მათთან კავირის დამყარებაზე. ერთი-ორი რიტუალი მეც ჩავატარე და ვცადე სულის გამოძახება. 1 თვის მანძილზე შედეგი, რომ ვერ მივიღე გავბრაზდი და გაბრაზებულმა წიგნი სანაგვეში ჩავაგდე. გადიოდა დრო, მე კი ისევ დიდი მონდომებით ვეძებდი ინფორმაციას სულებზე. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც სახლში მარტო ვიყავი, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი, დაღლილი ვიყავი დ მალევე ჩამეძინა. ღამე გამეღვიძა, ასე 3 თუ 4 იქნებოდა, ავდექი აივანზე გავედი და სიგარტი გავაბოლე. მოწევა, რომ დავასრულე ოთახში შევედი და ივნის კარი გამოვიხურე. ოთახში, რომ შევედი მაგიდაზე ის წიგნი დამხვდა, იმ ქალმა, რომ მაჩუქა და შემდეგ მე, რომ გადავაგდე. გაოცებულმა ავიღე წიგნი. არადა ჩემი თვალით დავინაღე ნაგვის მანქანამ როგორ გაიტანა ურნა, რომელშიც წიგნი ჩავაგდე.ამ მოულოდნელი ამბის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ამ ამბის შემდეგ 2 კვირაც კი არ იყო გასული, რომ მეზობელი გარდამეცვალა. პანაშვიდზე, რომ შევედი ოთახში კარებთან ჩემი წიგნი დავინახე, სწორედ ის წოგნი, რომელიც ერთხელ გადავაგდე და შემდეგ ვიპოვე. უცბათ დავტაცე ხელი და მაშინვე სახლში ავედი. ცოტა შევშინდი მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შიში ჩამიცხრა. ერთი თვის შემდეგ ედაჩემმა შემატყობინა, რომ ბიძაჩემი გარდაიცვალა. მაშინვე ჩავიცვი შავები და გავიქეცი. ავტობუსში, რომ ჩავჯექი, ჩემს გვერდით სკამე ერთი მოხუცი კაცი დამიჯდა, საწყალი ხმით ხურდა მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარ, გავუწოდე ხურდები, მან გამიღიმა და შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა. სკამს, რომ დავხედე, თვალები გამიშტერდა! იქ ჩემი წიგნი იდო.იმ დაწყევლილმა წიგნა ბევრი უბედურება მომიტანა. რამდენჯერაც ვიღაც გარდაიცვალა, იმდენჯერ დაიკარგა წიგნი. ბოლოს ერთ ნათელმხილველთან მივედი და მან მითხრა, რომ ამ წიგნზე შელოცვა იყო დადებული და როგორც კი პატრონს მოშორდებოდა ბოროტი სულები დაიწყებდნენ მის დაცვას. ჩემი კურსელის ბებიამ დიდი შეცდომა დაუშვა ეს წიგნი, რომ მაჩუქა. ნათელმხილველმა ეს შელოცვა მოუხსნა და მითხრა, დამარხეო. მე ასეც მოვიქეცი და დავმარხე.ეს იყო და ეს, მას შემდეგ არავითარი უცნაუირი მოლენა არ შემმთხვევია. მაგრამ დროთა განმავლობაში მესიზმრებახოლმე ეს წიგნი." (ნანა თბილისიდან)
コメント