top of page

ინტერვიუ მსახიობ თეიმურაზ ბუჩუკურთან

  • კონსტანტინე ჯაფარიძე
  • Apr 3, 2018
  • 1 min read

- მოგესალმებით ბატონო თეიმურაზ,თქვენ ხალხი გიცნობთ სერიალებიდან ,,ტიფლისი" და ,,,ქერჩი",რამ განაპირობა ის ფაქტი,რომ თქვენ მსახიობი გამხდარიყავით.

- რომ გითრათ ბევრი მიცნობს თქო მოგატყუებთ მაგრამ ასე თუ ისე რავიცი. დიდმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. ასევეე არა მარტო ტიფლისში არამედ სხვადასხვა გადაცემებშიც და სერიალებშიც ვარ,მსიამოვნებს ეს საქმე ასე რომ გითხრათ.

- როგორც ვიცით GD პედიაშიც მონაწილეობდით,რა როლები გქონდათ ამ პროექტში

- დიახ ჯიდი პედიაშიც ვიყავი ასევე სიგელიც მაქვს 2016 წელს ტელეკომპანია ჯიდიესმა გადმომცა ყველაზე ბევრი მთავარი როლის შესრულებისათვის, როლებს რაც შეეხება ბევრი როლი იყო მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო გერმანელი ჯარისკაცის როლი და სხვა მრავალი კიდევ.

- როგორც ვიცით პარადოქსშიც მონაწილეობდით რატი წითელაძესთან ერთად,ამაზე ოდნავ ვრცლად.

= კიიი პარადოქსშიც მქონდა პატარა როლი რამაც დიდი გამოცდილება მომცა საკმაოდ და სარკე სტუდიას კიდევ დიდ მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის.

- რომელია თქვენი საყვარელი მსახიობი და როდიდან დაინტერესდით კინოხელოვნებით,ასე რომ ვთქვათ კინომაგიით.

- საყვარელი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი გახლავთ ჩემი ქალის იდეალია ასე ვთქვათ.მსახიობობით 10 წლის ასაკში დავინტერესდი სკოლაში იყო თეატრის წრე და ყველაფერი იქიდან დაიწყო. ვშრომობ და მსიამოვნებს ჩემი საქმე. ასევე მშობლებმაც დიდი მოტივაცია მომცეს.

- როგორც ვიცით ახლახანს თქვენ საკუთარი ფილმი გადაიღეთ და ასევე აღნიშნული ფილმის მომდევნო ნაწილზე მუშაობთ,რაზეა ფილმი და რამ განაპირობა ამ ფილმზე მუშაობა?

- დიახ პატარა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე,ეს ჩემი პირველი ნამუშევარია,ფილმი მონტაჟის პროცესშია და იმედია ყველაფერი გამოვა ვნახოთ რა იქნება. მეორე ნაწილს რაც შეეხება უფრო საინტერესო იქნება ვიდრე პირველი.

- ასევე ვიცით,რომ ახალ სერიალშიც თამაშობთ ამაზე რას გვეტყვით?

- კი ასევე ინტერნეტ-სერიალს იღებს ნიჭიერი რეჟისორი და მის სერიალშიც ვთამაშობ მანიაკის როლსასე ვთქვათ,სერიალს ,,ჩამეხუტე ვიდრე შეგიძლია'' ქვია და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.თბილ ხალხთან მუშაობა ყოველთვის კარგია.

- რას ელით თქვენი პროექტებიდან და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ

სამომავლოდ ალბათ ისევ შრომა და შრომა და ჩემი საყვარელი საქმის კეთება,რასაც მსახიობობა ქვია.

- სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი,ვიმედოვნებთ მალე დიდ ჰოლივუდშიც გიხილავთ.

- მადლობა თქვენ!


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

             © 2016 By KONSTANTINE JAFARIDZE
 

bottom of page