,,მინდა გულით გადმოვცე ის განცდები რასაც ვგრძნობ" - ინტერვიუ მუსიკოს თედო ლაშხთან (+ ვიდეო)
- კონსტანტინე ჯაფარიძე
- Apr 3, 2018
- 1 min read
- გამარჯობა თედო,შენ საკმაოდ პოპულარული ხარ შენი სიმღერებით,ისინი ქავერებია,თუმცა მათ იმდენად კარგად ასრულებ რომ ხალხს ეს მოსწონს,რამ გადაგაწყვეტინა შესულიყავი მუსიკის ხელოვნებაში ასე რომ ვთქვათ?
- მუსიკისადმი დიდმა სიყვარულმა,როცა ვუსმენ ან ვმღერი ვცდილობ ჩემი ნამღერით სიამოვნება მივიღო უპირველეს ყოვლისა და გულით გადმოვცე ის განცდები რასაც ვგრძნობ.
- თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი ცხოვრება...
- მე ვარ თედო ლაშხი,ვარ ქუჩის მუსიკოსი და ვცდილობ იმ საქმით ვიყო დაკავებული რაც მიყვარს და რაც არის მუსიკასთან ახლოს და ჩემი საქმით ჩემს საყვარელ ხალხს და მაყურებელს შევთავაზო ახალი,განსხვავებული ჟანრი რაც არ იქნება გაცვეთილი.
- შენ რამოდენიმე დღის წინ მიიღე X ფაქტორის ქასთინგებში მონაწილეობა,რას ელი ამ პროექტიდან? თუ მხოლოდ პოპულარობისთვის აკეთებ ამას?
- პროექტიდან ველი უპირველეს ყოვლისა გამოცდილებას მუსიკის თვალსაზრისით,მეორეს მხრივ კი საზოგადოების სიყვარულს,გულწრფელობას ჩემი სმენის დროს და არა სიყალბეს და უაზრო რეპლიკებს იმასთან დაკავშირებით,რომ ის მონოტონურია თუ ერთფეროვანი.
- ჩვენ ვიცით რომ სერიალშიც იღებ მონაწილეობას,შენ იქ ეშმაკის როლი გაქვს,რამ განაპირობა შენი თანხმობა სერიალზე და რას ელი სერიალისგან ორიოდე სიტყვით.
- უფლისადმი დიდმა რწმენამ,რადგან რწმენასთან და რელიგიის საპირისპირო ადამიანის როლს,ლუციფერის როლს ვასრულებ,ვთვლი,რომ ეს გამოცდაა ამ როლის თამაში და ვთვლი რომ ამის ძალა შემწევს და იმის რწმენა გამაჩნია რომ ღირსეულად ვითამაშო ეგ როლი და ამავდროულად ჩავაბარო უფლის გამოცდა წარმატებით,სერიალზე კი არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს და ბევრს მუშაობს თითოეული მათგანი,იმისთვის რომ მაქსიმალური შედეგი დადონ,ისეთი შერწყმული გუნდია,მე მჯერა მათი,რომ სასურველ,ღირსეულ შედეგს მივაღწევთ,ეს ინტერნეტ-სერიალია,რომელიც ბიუჯეტის გარეშე იქმნება.
Comments