"ადამიანებო, სარწმუნოებრივ საკითხებს გაეცანით" - ინტერვიუ გიორგი გაბედავასთან
- კონსტანტინე ჯაფარიძე
- Apr 6, 2018
- 2 min read

- მოგესალმებით ბატონო გიორგი,მინდა დაგისვათ კითხვა ,,ქართულ მარშზე",ქართული მარშის წევრები ამ დრომდე დაკავებულები არიან,თქვენი აზრით რა გახდა მათი ზუსტი დაკავების მიზეზი?
- გამარჯობა, ჩემი აზრი ესეთია ამ თემასთან მიმართებაში. ქართული მარშის წევრებმა ჩაიდინეს ადმინისტრაციული დანაშაული, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც ისჯება 100-დან 500 ლარამდე ჯარიმით, ეს ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში არავის სჯიან მსგავსი ჯარიმით, მხოლოდ მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს, რადგან პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რიგითი პარლამენტარით დამთავრებული, ერთმანეთს დედის უკანალს უტრიალებენ, მაგრამ დაჯარიმებული და მითუმეტეს დაკავებული არავინ მინახავს,რაც შეეხება მათი დაკავების მიზეზს, ეს ძალიან მარტივია, ამერიკის ელჩმა ბრძანა, დააკავეთო და დააკავეს, საქართველოს მთავრობა ხომ არ ჰყავს, საქართველოს ამერიკის საელჩო მართავს. მე პირადად მომხრე ვარ მარშის წევრების დაჯარიმების, მაგრამ ციხეში გაშვება? ეს უკვე დანაშაულია ხელისუფლების მხრიდან!
- საპატრიარქოში უამრავი განხეთქილება გვახსოვს,მამალაძის დაკავება,შორენა თეთრუაშვილის ამბავი,პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვა,თქვენი აზრით აღნიშნული ფაქტები მთავრობასთან არის თუ არა კავშირში?
- საპატრიარქოში ძალიან მძიმე ვითარებაა სამწუხაროდ, და ამის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. მთავრობაც და ოპოზიციაც გარეული იყო ციანიდის საქმეში ჩემი აზრით. ყველა პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდა. შორენა თეთრუაშვილი და მსგავსი ხალხი რომ მართავს საპატრიარქოს მაგიტომაც არის ეს სიტუაცია, არც მამალაძის მსგავსი განდიდების მანიით შეპყრობილი მოძღვრები დააყენებს საპატრიარქოს ფეხზე. სამწუხარო ის არის, რომ ძალიან მომრავლდა სასულიერო პირების მხრიდან უზნეო ქმედებები, რის გამოც ხალხს რწმენა ეკარგება. მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო: ადამიანებო, სარწმუნოებრივ საკითხებს გაეცანით, ბევრი იკითხეთ საეკლესიო ლიტერატურა და მიხვდებით როგორც უნდა მოიქცეთ! როცა ხედავთ სასულიერო პირი თავნებობს, ფულს ითხოვს ან მსგავს უზნეობას ჩადის, აუცილებლად მიმართეთ მას, გაახსენეთ, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებას სჩადის. თუ შედეგი ვერ დადგა, მის ეპისკოპოსს მიმართეთ, თუ ამანაც ვერ გაჭრა, ამხილეთ ის!!! ესე გავწმენდთ საპატრიარქოს!!! მრევლი როდესაც კარგი მცოდნეა და გათვითცნობიერებულია რწმენის საკითხებში, ვერცერთი სასულიერო პირი ვერ მოატყუებს და თვალის დახუჭვას ვერ მოსთხოვს.
- რას ფიქრობთ მეუფე პეტრე ცაავაზე?
- პეტრე ცაავა ჩემს თვალში არის საცოდავი ადამიანი, რომელმაც კარგად შეაფარა თავი ეკლესიას და დღეს ამ ეკლესიას უთხრის ძირს. მე ის გავიცანი 2008 წელს, როდესაც საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად დანიშნეს, მე ამის გამო წამოვედი სამსახურიდან, ჩვენი თანამშრომლები უცემია წიხლებით როგორც გავიგე ჩემი წასვლის მერე. ასევე მარიკა ვერულაშვილი ვნახე მის კაბინეტში, რის მერეც საუბარი იყო სააკაშვილის გაპიარებაზე, საპატრიარქოს ტელევიზიით, ამან გამოიწვია ჩემი პროტესტი და წამოვედი სამსახურიდან. მასზე საუბარს მეტს აღარ ვაპირებ, იმედია მოეგება გონს ოდესმე.
- რას ფიქრობთ დღევანდელ სასამართლოსა და მის მუშაობაზე?
- დღევანდელი სასამართლო უპატრონო ბავშვივით არის, რომელსაც ცუდ საქმეებს აკეთებინებდნენ თავისი მეურვეები და განთავისუფლდა, მაგრამ ბოლომდე არა, მაინც აქვს ფარული ურთიერთობები ძველ მეურვესთან. როგორ წარმოგიდგენიათ, მოსამართლეები, რომლებმაც უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს და ციხისთვის გაგვიმეტეს, დღეს მუშაობენ და დაწინაურებულებიც კი არიან... სახელმწიფომ მაღიარა პოლიტიკურ-რელიგიურ პატიმრად, მაგრამ არც მოსამართლეები და არც პროკურორები პასუხისგებაში არ მიუციათ, 2 წლის ბავშვიც მიხვდება, რომ შეკერილ საქმეზე ვიჯექით ციხეში, მაგრამ ისინი ისევ მუშაობენ და დაწინაურებულებიც კი არიან ახალი ხელისუფლების მიერ. როგორ ვიფიქროთ ამის შემდეგ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია? ისინი ხომ ვალში არიან ახალ ხელისუფლებასთან, რადგან დასაჭერები იყვნენ და დააწინაურეს. მძიმე ვითარებაა... საქმის მოგება შეიძლება დღეს ვიდრე მიშას დროს, რა შედარებაა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი. თუ გვინდა ჯანსაღი გარემო შევქმნათ, არაჯანსაღი კადრები, დამნაშავეები და მკვლელობის თანამონაწილე
საჯარო მოხელეები უნდა მოვარიდოთ საჯარო სამსახურებს! მიეჩინოთ უნდა თავიანთი ადგილი, სხვანაირად სამართლიანობას ვერასოდეს მივიღებთ, მუდამ ვიქნებით ბიძაშვილ-მამიდაშვილური სახელმწიფო.
- უღრმესი მადლობა ინტერვიუს.
- პირიქით მადლობა თქვენ.
Comments