top of page

Skype-ის მომხმარებლები მალე ვიდეოზარებს ჩაიწერენ

  • Jul 19, 2018
  • 1 min read

თითქმის 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი ვიდეო და აუდიო ჩათ-აპლიკაცია Skype გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. Skype-ის მომხმარებლები მალე ვიდეოზარების ჩაწერას შეძლებენ. ინფორმაციას Mashable-ი ავრცელებს.

16 ივლისს Microsoft's Skype-ის ჯგუფმა აპლიკაციის ახალი ვერსია წარადგინა და ანოტაციაში ვიდეოჩამწერის ფუნქციის დამატებაც დააანონსა. საუბრის ჩაწერა Cloud - სერვისის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საუბრის ერთ-ერთი მონაწილე მის ჩაწერას გადაწყვეტს, ამის შესახებ მეორე ადამიანს შეტყობინება მიუვა. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც Windows-ის, ასევე Mac-ის iOS-ის და Android-ის ოპერაციულ სისტემებისთვის.

Skype თავდაპირველად eBay-მ $ 2.5 მილიარდად შეიძინა, მოგვიანებით კი მისი მფლობელი Microsoft-ი გახდა, რომელმაც ის $ 8.5 მილიარდად იყიდა.

ივლისის დასაწყისში ასევე ცნობილი გახდა, რომ Skype-ს შესაძლოა Seen-ის ფუნქცია დაემატოს. ბოლო პერიოდის განმავალობაში Microsoft-მა Skype-ს emoji და GIF-ები დაამატა, რითაც საკომუნიკაციო აპლიკაცია „თანამედროვე“ სერვისებს მიამსგავსა.

Seen-ის ფუნქცია უკვე აქვს Facebook მესენჯერს, WhatsApp-ს და სხვა ბევრ საკომუნიკაციო სერვისს.


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

             © 2016 By KONSTANTINE JAFARIDZE
 

bottom of page