სად ინახავენ დაშლილ რობოტ სოფიას
- Konstantine Japaridze
- Jul 19, 2018
- 1 min read

ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ჩამოვიდა. მან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მე-5 გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს მიმართა სიტყვით და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობასა და გამოყენების შესაძლებლობებზე ილაპარაკა.
მოგვიანებით რობოტი სოფია დაშალეს და ჩემოდანში შეინახეს.გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების ინფორმაციის თანახმად, ჰუმანოიდი რობოტი სოფია (www.hansonrobotics.com/robot/sophia) Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.
Comments