top of page

თბილისში ,,Alterfest 2018" ჩატარდა (+ ფოტოები)

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Jul 29, 2018
  • 1 min read

თბილისში ,,Alterfest 2018" ჩატარდა,რომელიც წარმოადგენს dark, rock, metal და underground სტილის მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც რეგულარულად ჩატარდება თბილისში და ხელს შეუწყობს მუსიკალურ ჯგუფებს წინსვლასა და განვითარებაში,მისი დამფუძნებელი და ორგანიზატორი სანდრო მენსონია (KILLER MANSON),მასში მონაწილეობის საშუალება ექნებათ როგორც პროფესიონალ ბენდებს, ასევე დამწყებ, ახალბედა ჯგუფებსაც. AlterFest - ის პირველი მონაწილეები იქნებიან ჯგუფები:FOGstation - ჟანრები: Alternative/rock, Alternative/metal. ბენდი შეიქმნა 2017 წელს. წევრები: გვანცა გიორგაძე (ვოკალი), ილია მაღრაძე (გიტარა), შავლეგო მაღრაძე (ბას გიტარა), თამუნა ცინდელიანი (კლავიში), ბექა გაჩავა (დრამი). ამ დროისათვის ბენდი მუშაობს სადებიუტო ალბომზე. ბენდის ორი სიმღერა ამერიკულ და ბრიტანულ ონლაინ რადიოებში მოხვდა.Killer Manson - სანდრო მენსონის სოლო პროექტი რომელიც შეიქმნა 2015 წელს.Sandro Manson – 25 წლის არტისტი, ვოკალისტი და ფოტოგრაფი, რომლის შთაგონების წყაროც გოთიკური სუბკულტურაა მის შემოქმედებაში გოთიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაც აისახება მის მუსიკალურ პროექტში, შესრულების განსხვავებულ სტილზე, მრავალფეროვან საინტერესო სასცენო სამოსსა და მაკიაჟში. 2016 წელს ქილერ მენსონ შემოუერთდა მევიოლინე Ligeia Allan Poe , ვიოლინოს დამატებით მუსიკას უფრო ბნელი, მისტიური და გოთიკური ელფერი შემატა. 2018 წელს კი პროექტს შემოუეთდნენ: ბას გიტარა - მამუკა მიქელაძე და სოლო გიტარა - Deme Hudson. ჯგუფი KILLER MANSON-ი არის სატელევიზიო მუსიკალური პროექტების: „X Factor“-ის და „Nichieri“ - ის მონაწილე. მუსიკალური ჟანრები: Industrial metal /shock rock/gothic elements.Lich - ჯგუფი შეიქმნა 2017 წლის 31 ოქტომბერს ჯგუფის ამჟამინდელი წევრები: აჩი აქუბარდია (ვოკალი), ვატო რუაძე (გიტარა), გიორგი ჩაჩიბაია (ბას გიტარა), ანა ოღაძე (პიანინო/სინთეზატორი), ალექს ჩიკვატია (დრამი). Lich ქმნის საკუთარ მუსიკას, რომელიც მოიცავს: dark rock/emo/gothic rock/punk rock/alternative ჟანრებს.


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

             © 2016 By KONSTANTINE JAFARIDZE
 

bottom of page